1. პროექტის სახელწოდება: სამშობლოს მიღმა დარჩენილნი
2. პროექტის
მთავარი იდეა(თემა):
. ემიგრაცია;
. ემიგრაციის გამომწვევი მიზეზები;
. სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანების განცდები;
3. პროექტის აქტუალობა :
. ემიგრანტი ქართველების ცხოვრების გაცნობა;
. ემიგრაციასთან
დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობიერება;
. საკუთარი და
სხვა ქვეყნის ფასეულობებისა და მენტალიტეტის შედარება-გაანალიზება;
4 .პროექტის მიზანი:
. გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ
ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება,
მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით, სტატიის მომზადება, მოთხრობის და ჩანახატის
დაწერა;
. თანამშრომლობითი , საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების,
გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება;
. მოსწავლეთა შემოქმედებითი(სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები)
და საპრეზენტაციო უნარების განვითარება
;
;
5. მოსწავლეთა ასაკი: X კლასი;
15-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
.
.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
. ნაბეჭდი ჟურნალი;
. ჟურნალის ელექტრონული ვერსია;
. ფოტოებისა და ნახატების გამოფენა;
. პრეზენტაცია;
. ბიოგრაფიები;
. ინტერვიუები;
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
. კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი;
. საჭირო ლიტერატურა ბიბლიოთეკიდან;
. ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
. ფლომასტერები, მარკერები, ფანქრები, კალმები;
9. პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) :
აქტივობა 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტივობა 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის
საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტივობა 3.
ორგანიზაციული საკითხები:
. ჯგუფების შექმნა;
. ფუნქციების განაწილება;
. კონკრეტული დავალებების მიცემა;
აქტივობა 4.
მუშაობის დაწყება:
კლასს დავყოფ 4 ჯგუფად.
პირველი ჯგუფი იმუშავებს თემაზე: „ემიგრაცია და ემიგრაციის გამომწვევი
მიზეზები“. მოძიებული მასალების მიხედვით გააკეთებენ პრეზენტაციას.
მეორე ჯგუფი გამოიკვლევს თემას: „ სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანის
განცდები და პრობლემები“ . ისინი განსაკუთრებით საინტერესო ისტორიების მიხედვით შეადგენენ
მოთხრობებს, ჩანახატებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
მესამე ჯგუფი იმუშავებს საკითხზე: „ ქართული მენტალიტეტი და უცხოეთი“,
მოძიებულ მასალებს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
მეოთხე ჯგუფი : ინტერნეტში მოიძიებს ინფორმაციას უცხოეთში მცხოვრები
თანამემამულეების რაოდენობის შესახებ, შეადგენენ კითხვებს და ჩაიწერენ აუდიო და ვიდეო
ინტერვიუებს.
აქტივობა 5. შესრულებული
სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისთვის გაცნობა.
აქტივობა 6. პროექტის შეფასება
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
. ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
. ზეპირი პრეზენტაცია;
. მსჯელობა;
. წერითი სამუშაოები;
. პრეზენტაციის უნარი;
10. საგნებთან/ ასაკობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული,
ისტორია, გეოგრაფია, ისტ-ი.
11. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. X. 1 მოსწავლეს
შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში;
ქართ. X. 2 კამათის
დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 3 აუდიტორიის წინაშე მოხსენებითი გამოსვლისას მოსწავლეს
შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X.
11 მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით
და სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
ქართ. X. 12 მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის შექმნა მოცემული
პირობის ან მოდელის მიხედვით
12. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა მოლაშხია.
Комментариев нет:
Отправить комментарий