ჩემ შესახებ
პირადი
და საკონტაქტო ინფორმაცია:
სახელი, გვარი: მანანა მოლაშხია
მობილური:
551 405 017
ბლოგი-
http://egriselimanana.blogspot.com/
დაბადების თარიღი:
21 ოქტომბერი, 1954
მისამართი: წალენჯიხა,
ვაჟა-ფშაველას 6
განათლება:
1977- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ფილოლოგიის
ფაკულტეტი.
სპეციალობა/კვალიფიკაცია
ფილოლოგი, ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
სამუშაო გამოცდილება:
1977-80 - წალენჯიხის
რაიონის სოფ. ორჯონიკიძის საშუალო სკოლა. ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი.
1980-დღემდე - წალენჯიხის #1 საჯარო სკოლის მასწავლებელი.
სერტიფიცირება:
1989 წელს გავიარე ატესტაცია, მომენიჭა უფროსი მასწავლებლის
წოდება.
2005 - წითელი ჯვრის საერთაშორისო სერტიფიკატი
2008- სპმთპ - „ მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილის“ ჩატარებისათვის
(სერტიფიკატი)
2013- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის
უფლება(ქართული ენა და ლიტერატურა) (სერტიფიკატი).
ტრენინგები/სხვა
მიღწევები
2005- განათლების სამინისტროს პროექტ „ილია ჭავჭავაძის“
ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე, პირველი-მეორე ეტაპი.
2005-2006- განათლების სამინისტროს პროექტ „ილია ჭავჭავაძის“
ფარგლებში სასწავლო გეგმების პილოტირება.
2007-2008- ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების
ცენტრის ტრენინგ-პროგრამა „ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა“
2011- ტრენინგ-პროგრამა პროფესიულ უნარებში
2011-2012- ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა
პროფესიულ უნარებსა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მომენიჭა სერტიფიცირებული მასწავლებლის
სტატუსი.
2013- გავიარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
საბაზო კურსი მასწავლებლებისათვის.
2015- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის
ისტ-ის ტექნოლოგიების მეორე დონის ოთხმოდულიანი ტრენინგ-პროგრამა.
უცხო ენები:
რუსული( კარგად),
გერმანული ( დამაკმაყოფილებლად)
ჯილდოები:
მასწავლებლის ხარისხი ჯილდოებით არ იზომება, გაკეთებული
საქმე თავისთავად ჩანს და სრულიად არ სჭირდება ბუკი და ნაღარა
და
მაინც...
2005- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებისათვის
განათლების სამინიტროს მადლობა და ფასიანი საჩუქარი.
წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ( სიგელები)
მოსწავლეთა
სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის (სიგელები)
ინტერესები:
კითხვა, მუსიკა, მოგზაურობა.
ოჯახური მდგომარეობა:
დაოჯახებული, მყავს მეუღლე და ორი შვილი.
გამარჯობა!
ვეცდები, მოკლედ
გითხრათ ვინ ვარ, როგორი ვარ, რა მიყვარს,
რაზე ვოცნებობ.
მე მანანა მოლაშხია ვარ. ვმუშაობ ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებლად. მიყვარს ლიტერატურა, ჩემი ცხოვრების ნაწილი, წრფელი მეგობარი,
მრჩეველი, ცხოვრების ავ-კარგის მაჩვენებლი. ასევე მიყვარს ბავშვები და ჩემი პროფესია.
უპირველესი თვისება, რომელიც ყველა სპეციალობის
ადამიანს უნდა ჰქონდეს , არის ნიჭი, მაგრამ მასწავლებელს განსაკუთრებით უნდა ჰქონდეს
მომადლებული ეს თვისება და ამასთანავე უნდა ფლობდეს ოთხ საიდუმლოს:
1)უსაზღვროდ უყვარდეს
ბავშვები;
2) უსაზღვროდ უყვარდეს
საგანი, რომელსაც ის ასწავლია;
3)ჰქონდეს უნარი
- ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს , როგორც სენი უკურნებელი.
4)იყოს უაღრესად თანამედროვე, ჰქონდეს ცოდვა-მადლის,
ანუ სიმართლის, გარჩევის და მოთმინების დიდი უნარი
მთავარი მაინც ის არის , რომ ბავშვმა სკოლაში , როგორც
სალოცავ ტაძარში, ისე იაროს და იქ უწმინდესი და უნეტარესი
სულიერი მოძღვარი დახვდეს.
ვარ მეგობრული,
მიზანდასახული, კომუნიკაბელური ადამიანი, ვცდილობ ვიყო კრეატიული და ვისწავლო რაღაც
ახალი, რაც თანამედროვე მასწავლებელს მოეთხოვება.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება სკოლას უკავშირდება. მინდა
ისეთ სკოლაში ვასწავლიდე, სადაც სწავლისთვის საჭირო ყველა პირობა იქნება შექმნილი.
ოცნებას კაცი არ მოუკლავს...
Комментариев нет:
Отправить комментарий