გაკვეთილის თემა
|
ლ. ასათიანის ლექსი
„ციხის სიზმარი“
|
სწავლების საფეხური
|
V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
21 მოსწავლე, არ არიან
განსაკუთრებული საჭიროების მიდგომის მქონე მოსწავლეები
|
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან
ლადო ასათიანის, ერთი მხრივ, ტრაგიკულ და ხანმოკლე ცხოვრებას და, მეორე მხრივ, ვაჟკაცობითა
და სიცოცხლის სიყვარულით სავსე პოეზიას.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
·
მოსწავლეთა გათვითცნობიერება
ლექსის , როგორც მხატვრული ნაწარმოების სპეციფიკაში.
·
მოსწავლემ შეზლოს ლექსის
მახასიათებლებზე დაკვირვება და მსჯელობა, ანალიზი (ამოიცნოს ემოციისა და დამოკიდებულების
გამომხატველი სიტყვები. გაარკვიოს რითმა და ტროპული მეტყველების სახეები)
·
კონტექსტის მიხედვით
და ლექსიკონის გამოყენებით სიტყვების მნიშვნელობის დაზუსტება
·
წარმოდგენის შექმნა
თამარის ეპოქის შესახებ
·
მეწყვილესთან საკომუნიკაციო
ამოცანების განხორციელება-ჯგუფური სამუშაოების შესრულება
|
წინასწარი ცოდნა
|
იცნობენ მწერლის ბიოგრაფიას,
შესწავლილი აქვთ მისი რამდენიმე ნაწარმოები
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
·
განმავითარებელი-კითხვის
ტექნიკა, ჩართულობა და კომუნიკაციის ჩვევები (დაკვირვრბი)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
·
პროექტორი, სახელმძღვანელო,
სახელმძღვაანელოს ილუსტრაციები, საქართველოს რუკა
|
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
|
·
A ფაზა
(გამოწვევა) – 5წთ
·
აქტ. 1
თემისა და მიზნის გაცნობა
1წთ
·
აქტ 2
მოსწავლეები პროექტორით
ნახულობენ წინა კლასში შესწავლილი ლექსის „ქართლის გზაზე“ ნაწყვეტს და ამოიცნობენ
მის სათაურს. პარალელურად საუბრობენ ლ. ასათიანის შესახებ, გაიხსენებენ მის სხვა
ლექსებსაც („ყაყაჩო“, „კრწანისის ყაყაჩოები“) 4წთ
·
B ფაზა
- (შინაარსის რეალიზება)
აქტივობა 1 - 1 წთ
წინასწარი მოლოდინის
სტრატეგია - სათაურის მიხედვით ვარაუდის გამოთქმა, თუ რის შესახებ შეიძლება იყოს
საუბარი შესწავლილ ლექსში?
აქტივობა 2 – 3 წთ
ჩუმი კითხვის სტრატეგია
- დამოუკიდებლად ლექსის წაკითხვა
აქტივობა 3 – 2წთ
კონტექსტის მიხედვით
და ლექსიკონის გამოყენებით უცნობი სიტყვების მნიშვნელობების დაზუსტება.
აქტივობა 4 – 2 წთ
გონებრივი იერიშის
საშუალებით პირველი შთაბეჭდილებებისა და ემოციების გამოხატვა აქტივობა 5 – 1წთ
მოლოდინების გადახედვა
და რეალურ პროცესთან შედარება
აქტივობა 6 – 10წთ
დაკვირვება ლექსის
შინაარსზე, ლექსიკურ ერთეულებზე, ჟღერადობასა და მხატვრულ ხერხებზე. ლექსის ანალიზისათვის
უპასუხებენ რუბრიკაში - „იფიქრეთ, იმსჯელეთ“ - მოცემულ კითხვებზე
აქტივობა 7 – 3წთ
მოსწავლეებს დამატებით
მიეწოდებათ ინფორმაცია თამარის ეპოქის შესახებ, რათა ნათელი გახდეს „ციხის სიზმარში“
მინიშნებული „ლამაზი ფიქრების“ შინაარსი
აქტივობა 8 – 10 წთ
ჯგუფური სამუშაო
ა) მოსწავლეები ინდივიდუალურად
წერენ ბარათებზე თითოეული სტროფის მთავარი სათქმელის გამომხატველ სათაურს
ბ) განიხილავენ პასუხებს
ჯგუფში, მსჯელობენ და შეჯერდებიან ერთ პასუხზე
გ) ჯგუფის ერთ-ერთი
წევრი წარმოადგენს ჯგუფის საერთო პასუხს სათანადო არგუმენტებით
C-ფაზა
(გამთლიანება)
მასწავლებელი აანალიზებს
ნამუშევრებს, მოსწავლეებთან ერთად მსჯელობს ლექსის ძირითად სათქმელზე, ციხის წარსულსა
და აწმყოზე და გამოაქვთ დასკვნა
მასწავლებელი აწყობს
დებრიფინგს, იყენებს სტრატეგიას ვიცოდი/გავიგე/მინდა ვიცოდე და აფასებს მოსწავლეებს
- 6წთ
საშინაო დავალების
მიცემა
ა) ზეპირად ისწავლონ
ლექსის 6 სტროფი
·
ბ) ინტერნეტში მოიძიონ
ინფორმაცია არტანუჯის ციხის შესახებ 2წთhttps://drive.google.com/open?id=0BwW-IOpVDAbpSEUtWThHZ2RZQ1k
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий